ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე, რომელიც პარიზულ გუნდში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა, ამავე გუნდის ფეხბურთელს აქებს.
"ჟოაო ნევეში? - ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, უბრალოდ გენიოსია და მისი თამაშის სტილი აღმაფრთოვანებელია.
ნევეში ბევრს არ ლაპარაკობს, ხშირად არ ჩანს, თუმცა მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებს, შეტევაშიც და დაცვაშიც. თანაგუნდელებს ხშირად ეხმარება. ეს არის ნამდვილი ფეხბურთი", - განაცხადა მაკელელემ.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო ნევეშის პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დღეს ლივერპულს დაუპირისპირდება.