დაძაბულ ფინალში ქართველი თავდაპირველად ლიდერობდა, შემდეგ მესამე პოზიციაზეც გადავიდა, საბოლოოდ კი 248,2 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოიპოვა ქართველმა პარასროლაში პარალიმპიურ თამაშებზე მედალი.
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია, ჩემპიონი პარამძლეოსნი, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლები კი პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ და ეტლით ფარიკაობაში (ხმალი) ნინო თიბილაშვილმა მოიპოვეს, მე-4 მედალი საქართველოს დღეს ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოუტანა.













