მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ზინედინ ზიდანთან მუშაობის პერიოდზე ისაუბრა. ყოფილმა გამთამაშებელმა გაიხსენა, თუ რას ეუბნებოდა ფრანგი სპეციალისტი "სამეფო კლუბის" მოთამაშეებს მნიშვნელოვანი მატჩების წინ. გერმანელმა ფლეიმეიქერმა აღნიშნა, თუ როგორი დიდი მოტივატორი იყო "ბლანკოსის" ყოფილი დამრიგებელი.
"მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, ზიდანი გვეუბნებოდა - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გჯეროდეთ საკუთარი ძალების. მას ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი ჰქონდა, როდესაც ფეხბურთს თამაშობდა. ზინედინს შეუძლია გუნდის მართვა და ყველაფერი ის, რასაც ამბობს, ნამდვილად დასაჯერებელია. ის ყოველთვის მშვიდად იყო.
ფრანგი მწვრთნელის აურა ფეხბურთელებზეც გადადიოდა. თავდაჯერებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება და მისი მუშაობის დროს, მთელი გუნდი დამუხტული იყო", - განაცხადა მადრიდელთა ყოფილმა ფლეიმეიქერმა.
შეგახსენებთ, რომ "ზიზუმ" ევროპის ყველაზე ტიტულოვან კლუბს 11 ტიტული მოაგებინა, მათ შორის 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.