ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, პსჟ ბაიერნს ესტუმრა, დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში (6-5) ფინალში პარიზული კლუბი გავიდა.
დღევანდელი შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა — მე-3 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ბაიერნის კარი უსმან დემბელემ აიღო და პარიზული კლუბი დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე ჰარი კეინმა ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
ბაიერნი 0-1 (4-6) პსჟ
გოლები: 0-1 უსმან დემბელე (3'), 1-1 ჰარი კეინი (90+4')
30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს მეტოქე არსენალი იქნება, რომელმაც გუშინ ატლეტიკო დაამარცხა და 20 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ფინალის საგზური.









