აღსანიშნავია, რომ 76-ე წუთისთვის "ბებერი ქალბატონი" ანგარიშით 0:3 ნადგურდებოდა, თუმცა შემდეგ, სტუმრებმა თამაშში დაბრუნება 8 წუთში მოახერხეს.
"ბიანკონერის" მხრიდან გოლები გაიტანეს ფედერიკო კიეზამ, არკადიუშ მილიკმა და კენან ილდიზმა.
სატურნირო მდგომარეობაში არაფერი შეცვლილა, ბოლონიასა და იუვენტუსს აქვთ 68-68 ქულა და ეს ორი გუნდი ერთმანეთში 3-4 ადგილებს იყოფს.











