დადასტურებულად — ინტერ მაიამი კაზემიროს ტრანსფერზე ოფიციალურად მუშაობს! MLS-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელს საკმაოდ სოლიდურ კონტრაქტსა და ხელფასს სთავაზობს და გავლენიან წყაროებს თუ დავუჯერებთ, 34 წლის ნახევარმცველი ამ შემოთავაზებაზე სერიოზულად ფიქრობს.
შეგახსენებთ, კაზემირო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ბრაზილიელის დამატება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილი ხდება, საქმეში სხვა კლუბებიც არიან, თუმცა დღევანდელი მოცემულობით ფავორიტი მაინც ინტერ მაიამია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, კაზემიროს თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.












