12 თებერვალს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთა ლიგის 2026/27 წლების წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეებსაც გავიგებთ.
2026/27 წლების უეფას ერთა ლიგაზე მონაწილე 54 უეფას წევრი ასოციაცია დაყოფილია ოთხ ლიგად. სომხეთთან მოგებული ფლეი-ოფის მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დაწინაურდა.
როგორ განაწილდნენ გუნდები კალათებში?
ლიგა A
კალათა1: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია
კალათა2: იტალია, ნიდერლანდები, დანია, ხორვატია
კალათა3: სერბეთი, ბელგია, ინგლისი, ნორვეგია
კალათა 4:უელსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, თურქეთი
ლიგა B
კალათა1: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი
კალათა2: შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა
კალათა3: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი
კალათა4: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო
ლიგა C
კალათა 1: ისლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, ყაზახეთი
კალათა2: ფინეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, სომხეთი
კალათა3: ბელარუსი, ფარერის კუნძულები, კვიპროსი, ესტონეთი
კალათა 4: ლატვია ან გიბრალტარი, ლუქსემბურგი ან მალტა, მოლდოვა, სან-მარინო
ლიგა D
კალათა 1: აზერბაიჯანი, ლიეტუვა, გიბრალტარი ან ლატვია, მალტა ან ლუქსემბურგი
კალათა2: ლიხტენშტეინი, ანდორა
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო B ლიგაა, სადაც 4 ჯგუფი შეიქმენა, თითო ჯგუფში 4 გუნდი იქნება. პრინციპი კი იგივეა - პირველადგილოსანი ავტომატურად ითამაშებს ფლეი-ოფს სადაც სხვა ჯგუფის მოგებულ ნაკრებებს დაუპირისპირებდა. ასევე იქნება B ლიგაში დასარჩენი ფლეი-ოფები, რომლის წაგების შემთხვევაშიც, ნაკრები С ლიგაში დაქვეითდება. B ლიგის მოგებული ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს.
2036/27 წლების ერთა ლიგის სეზონის სრული კალენდარი
წილისყრა: 2026 წლის 12 თებერვალი
პირველი ტური: 2026 წლის 24-26 სექტემბერი
მეორე ტური: 2026 წლის 27-29 სექტემბერი
მესამე ტური: 2026 წლის 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი
მეოთხე ტური: 2026 წლის 4-6 ოქტომბერი
მეხუთე ტური: 2026 წლის 12-14 ნოემბერი
მეექვსე ტური: 2026 წლის 15-17 ნოემბერი
A/B და B/C ლიგის პლეი-ოფები: 2027 წლის 25-30 მარტი
ფინალური მატჩები: 2027 წლის 9-13 ივნისი
C/D ლიგის პლეი-ოფები: 2028 წლის 23-28 მარტი









