ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს გამოეხმაურა, სადაც პსჟ-მ ბაიერნი 5:4 დაამარცხა.
"ერთი წელია იმაზე ვწუწუნებ, რომ ფეხბურთი მოსაწყენი გახდა და ეს რა ვნახე. ძალიან გავერთე მეც და სახლშიც ყველა გაერთო.
ამ თამაშისთვის რომ გეყურებინათ, იფიქრებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო. მატჩის ანალიზს არ ვაპირებ. უბრალოდ უნდა უყურო და დატკბე ყოველი წუთით.
ინტენსივობა, სწრაფი გადასვლები, დღევანდელი თამაში გახსენებს, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი", - განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი მატჩი მიუნხენში, ერთი კვირის თავზე შედგება.









