პორტალმა Transfer News-მა დაითვალა, თუ რამდენი დახარჯეს წამყვანმა მწვრთნელებმა ტრანსფერებზე. პირველ ადგილზე არის მანჩესტერ სიტის დამრიგებელი პეპ გვარდიოლა, რომელმაც თავისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე 2.04 მილიარდი ევრო დახარჯა. შემდეგ მოდის ჟოზე მოურინიო (1.86 მილიარდი), 3-ეულს კი კარლო ანჩელოტი ხურავს (1.69 მილიარდი).
ათეულში ასევე არიან მასიმილიანო ალეგრი (1.4 მილიარდი) და ანტონიო კონტე (1.17 მილიარდი). ყველაზე მხარჯველი მწვრთნელების სრული სია კი ასე გამოიყურება:
1. ხოსეპ გვარდიოლა - 2.04 მილიარდი ევრო
2. ჟოზე მოურინიო - 1.86 მილიარდი ევრო
3. კარლო ანჩელოტი - 1.69 მილიარდი ევრო
4. მასიმილიანო ალეგრი - 1.4 მილიარდი ევრო
5. დიეგო სიმეონე - 1.21 მილიარდი ევრო
6. მანუელ პელეგრინი - 1.2 მილიარდი ევრო
7. ტომას ტუხელი - 1.19 მილიარდი ევრო
8. ანტონიო კონტე - 1.17 მილიარდი ევრო
9. მაურისიო პოჩეტინო 1.15 მილიარდი ევრო
10. იურგენ კლოპი - 1.13 მილიარდი ევრო









