უგო ეკიტიკეს ფრანკფურტის აინტრახტიდან ლივერპულში 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებულ ფრანგ მოთამაშეთა რეიტინგი შეიცვალა. ლიდერი რჩება უცვლელი: კილიან მბაპე, რომელიც პარის სენ-ჟერმენში მონაკოდან თავის დროზე 180 მილიონად გადავიდა.
მადრიდის რეალის ამჟამინდელი თავდამსხმელის შემდეგ უსმან დემბელე და ანტუან გრიზმანი მოდიან. რაც შეეხება ლივერპულს ზემოთხსენებულ შემტევს, ის 5-6 პოზიციებს რანდალ კოლო მუანისთან ერთად იყოფს. საინტერესოა, რომ 10-ეულში ჯერ კიდევ არის ზინედინ ზიდანი, რომლის ტრანსფერი "სამეფო კლუბში" 2001 წლის ზაფხულში მოხდა.
10 ყველაზე ძვირადღირებული ფრანგი ფეხბურთელი
| ფეხბურთელი | ტრანსფერი | ღირებულება |
| 1. კილიან მბაპე | მონაკოდან - პსჟ-ში | 180 მილიონი ევრო |
| 2. უსმან დემბელე | დორტმუნდიდან - ბარსელონაში | 135 მილიონი ევრო |
| 3. ანტუან გრიზმანი | ატლეტიკოდან - ბარსელონაში | 120 მილიონი ევრო |
| 4. პოლ პოგბა | იუვენტუსიდან - მან იუნაიტედში | 105 მილიონი ევრო |
| 5. რანდალ კოლო მუანი | აინტრახტიდან - პსჟ-ში | 95 მილიონი ევრო |
| 6. უგო ეკიტიკე | აინტრახტიდან - ლივერპულში | 95 მილიონი ევრო |
| 7. ლუკას ერნანდესი | ატლეტიკოდან - ბაიერნში | 80 მილიონი ევრო |
| 8. ორელიან ჩუამენი | მონაკოდან - რეალში | 80 მილიონი ევრო |
| 9. უესლი ფოფანა | ლესტერიდან - ჩელსიში | 80 მილიონი ევრო |
| 10. ზინედინ ზიდანი | იუვენტუსიდან - რეალში | 77.5 მილიონი ევრო |









