ისტორიაში რიგით 58-ე სუპერ ბოულს, 123,4 მილიონმა მაყურებელმა უყურა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატების სატელევიზიო ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 19:19 დასრულდა და "კანზას სითი ჩიფსმა" გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა. სუპერ ბოულის საუკეთესო მოთამაშე კი, კარიერაში მესამედ, პატრიკ მაჰოუმსი გახდა.









