ლივერპულიდან გოლების გატანა დომინიკ სობოსლაიმ და ალექსის მაკ ალისტერმა მოახერხეს. ნიუკასლს ალექსანდერ ისაკის გარეშე, შეტევაში არაფერი გამოუვიდა — შვედმა ფორვარდმა დაზიანება მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო.
ენფილდის ბინადრებმა ამ შეხვედრის შემდეგ 67 ქულას მოუყარეს თავი და მეორე ადგილოსან არსენალს, მთელი 13 ქულით გაასწრეს. რაც შეეხება ნიუკასლს, ედი ჰაუს გუნდი 44 ქულით, მე-6 პოზიციაზე დარჩა.
ლივერპული სრული სვლით წინ მიიწევს. არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულს უახლოვდება!










