ცნობილია, რომ პირველი შეხვედრა საქართველოში 15 ნოემბერს, განმეორებითი კი 19 ნოემბერს, ხორვატიაში გაიმართება.
წყვილი იმდენად თანაბარია, რომ უდიდესი ალბათობით, ყველაფერი მეორე შეხვედრაში გაირკვევა და იგივეა აზრზეა ჩვენი ნაკრების თავკაცი რამაზ სვანაძეც.
პარალელურად, ასევე 19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთში ადგილობრივ ჩეხეთის ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დაუპირისპირდება.
2 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში სიტუაცია ასეთია - ჩეხეთს 7 ქულა აქვს, საქართველოს 6. შესაბამისად, პირველადგილოსნის ვინაობა სავარაუდოდ ბოლო ტურში, სწორედ ჩეხეთსა და საქართველოს შორის გაირკვევა.
შესაბამისად, 19 ნოემბერი საქართველოსთვის უმნიშვნეოვანესი დღეა - ეროვნული ნაკრები ბოლო ტურში ჩეხეთს უპირისპირდება, 21-წლამდე ნაკრები კი ფლეი-ოფის განმეორებით მატჩში ხორვატიას.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი










