დასრულდა 2025 წლის თბილისის გრანდ სლემი ჯუდოში, სადაც მონაწილეობა 53 ქვეყნის 388 სპორტსმენმა მიიღო.
საქართველოს ნაკრებმა საშინაო ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში საფრანგეთს შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) მოიპოვეს, ვერცხლს თემურ ნოზაძე (-66კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაოს ზაურ დვალაშვილი, ირაკლი ბეროშვილი (ორივე -81კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (-90კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ) და ნინო ლოლაძე (-57კგ) დაეუფლნენ.
2 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო — თბილისის გრანდ სლემი დასრულდა









