თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო თბილისის გრანდ სლემმა ჯუდოში, სადაც მონაწილეობას 53 ქვეყნის 388 სპორტსმენი მიიღებს.
პირველი საჭიდაო დღის წინასწარი შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 3 ბრინჯაოს და 2 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
გრანდ სლემის ფინალში ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და თემურ ნოზაძე (-66კგ) გავიდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის ნინო ლოლაძე (-57კგ), თორნიკე მაზიაშვილი (-60კგ) და ლაშა ნადირაძე (-66კგ) იჭიდავებენ.
თბილისის გრანდ სლემის პირველი საჭიდაო დღის ფინალური ბლოკი 17 საათზე დაიწყება და მედალოსნები ქალთა 48, 52 და 57 და მამაკაცთა 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.
2 ოქროს და 3 ბრინჯაოს შანსი — თბილისის გრანდ სლემი დაიწყო










