საქმე 2008 წლის სეზონს და სინგაპურის გრან პრის ეხება, სადაც რენოს პილოტს, ნელსონ პიკე უმცროსს ავარია მოუვიდა, რა დროსაც მისმა თანაგუნდელმა, ფერნანდო ალონსომ ისარგებლა და რბოლა მოიგო.
ფელიპე მასას აზრით, რენომ პიკეს ავარია გაითამაშა, რათა ალონსოს უპირატესობა მოეპოვებინა. მან რბოლის შემდეგ სტიუარდებთან იჩივლა, თუმცა მისი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. საბოლოოდ, 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გახდა, რომელმაც მასას მხოლოდ 1 ქულით აჯობა.
ბრაზილიელი მრბოლელი მიიჩნევს, რომ რბოლის მარშლებმა სინგაპურში არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც საბოლოოდ ჩემპიონობა დააკარგვინა.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და რადგან FIA უარს ამბობს სამართლიანობის აღდგენაზე, სასამართლოს მივმართავ. ჩემი ადვოკატები ყველაფერს გააკეთებენ სიმართლის დასადგენად." - აღნიშნა ფერარის ყოფილმა მრბოლელმა.










