ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა და 4 წონას ქართველი მოჭიდავეები უდგანან სათავეში.
აღსანიშნავია, რომ წონის ლიდერები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები არიან — აკაკი ქემერტელიძე (-70კგ), ავთანდილ კენჭაძე (-79კგ), მირიან მაისურაძე (-92კგ) და გენო პეტრიაშვილი (+100 კგ).
პარიზის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი თავისუფალ სტილით ჭიდაობაში, გივი მაჭარაშვილი 97 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ტაჟუდინოვს ჩამორჩება.
ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობის წლის შემაჯამებელ რეიტინგის მოწინავე ხუთეულში მხოლოდ ორი ქართველი მოხვდა — გელა ბოლქვაძე 82 კგ წონით კატეგორიაში მეორე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ოთარ აბულაძემ წელი 72 კგ წონაში მესამე ადგილზე დაასრულა.
2024 წლის შემაჯამებელი რეიტინგი — 4 წონას ქართველი მოჭიდავეები ლიდერობენ









