შეცვლილი ფორმატის გამო, რაგბი ევროპიდან 4 გუნდი მსოფლიო თასზე პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეხუთე პლეი-ოფში გადავა და იქიდან შეეცდება საგზურის მოპოვებას.
2025 წლის რაგბი ევროპის გათამაშება 2 წლის წინ დამკვიდრებული სისტემით ჩატარდება — შეიქმნება ორი 4 გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 საუკეთესო 1/2 ფინალში გავლენ და შესაბამისად, მსოფლიო თასის საგზურსაც მოიპოვებენ. დარჩენილი 4 გუნდი კი მე-5 ადგილისთვის და შესაბამისად, პლეი-ოფისთვის იბრძოლებს.
ბორჯღალოსნები 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც შვეიცარიის, ნიდერლანდების და ესპანეთის ეროვნული ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. B ჯგუფში კი ბელგია, რუმინეთი, გერმანია და პორტუგალია შეერკინებიან ერთმანეთს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშების 1/2 ფინალური მატჩები 1-2 მარტს ჩატარდება, ხოლო ჩემპიონი 16 მარტს გამოვლინდება.
ცნობილია 2025 წლის რაგბი ევროპის კალენდარიც და საქართველოს ნაკრების განრიგი:
საქართველო V შვეიცარია (1/2 თებერვალი)
საქართველო V ნიდერლანდები (8/9 თებერვალი)
ესპანეთი V საქართველო (15/16 თებერვალი)
ცნობილია 2025 წლის რაგბი ევროპის კალენდარიც და საქართველოს ნაკრების განრიგი:
საქართველო V შვეიცარია (1/2 თებერვალი)
საქართველო V ნიდერლანდები (8/9 თებერვალი)
ესპანეთი V საქართველო (15/16 თებერვალი)
შეგახსენეთ, რომ 2027 წლის რაგბი მსოფლიო თასი ავსტრალიაში 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბერის ჩათვლით ჩატარდება.









