ლევან კორღალიძის გუნდმა უკვე სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად უდგას.
დღეს, იბერია სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 ირაკლი სიხარულიძის გოოლით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სეზონის პირველი მატჩი მოიგო დინამო ბათუმმა. საკუთარ მოედანზე ბათუმელები გაგრას შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს.
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი დინამო ბათუმის ლეგიონერი უერდი მარა იყო, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.









