ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისელთა გაოცებას განაგრძობს და გამორჩეულ შედეგებს ერთბაშად 3 კომპონენტში აფიქსირებს.
ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის მიერ დაწყებული ქმედებით საგოლე მომენტი 71-ჯერ შეიქმნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ამასთანავე, ქართველ შემტევს უშუალოდ საგოლე მომენტი ყველაზე მეტჯერ, 30-ჯერ აქვს შექმნილი.
ამ ყველაფერთან ერთად, ინგლისის ჩემპიონშიფის საუკეთესო დრიბლიორებს შორის ჩაკვეტაძე საუკეთესო 5-ეულშია.
ინგლისის ჩემპიონშიფის საუკეთესო დრიბლიორები:
რომაინ ესე (მილუოლი) - 34 დრიბლინგი
ბორხა საინზი (ნორვიჩი) - 32 დრიბლინგი
ლუკა კოლეოშო (ბარნლი) - 30 დრიბლინგი
გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) - 28 დრიბლინგი
რუბინ კოლვილი (კარდიფი) - 28 დრიბლინგი









