კრიშტიანუ რონალდუმ ალ-ნასრთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. არსებობდა ვარაუდი, რომ ლეგენდარული თავდამსხმელი გამოიცვლიდა კლუბს, მაგრამ ის რიადში დარჩა. რატომ გადადგა პორტუგალიელმა ფორვარდმა ეს ნაბიჯი? ამ ყველაფერს 3 მიზეზი აქვს.
პირველი მიზეზი - "ყვითლების" კაპიტანს სჭირდება ტონუსში ყოფნა, თუმცა მშვიდ გარემოში, ისეთში, როგორიც საუდის არაბეთია. პორტუგალიის ეროვნული გუნდის მე-7 ნომერს ეს 2026 წლის მუნდიალისთვის სჭირდება. მე-2 მიზეზი: 1000 ბურთის გატანის ნიშნული, რომლამდეც 40 წლის ფორვარდს 62 გოლი აშორებს.
რონალდუსთვის ამის გაკეთება ასევე მშვიდ გარემოშია მიზანშეწონილი. ბოლოს კი მესამე მიზეზი - იმის დამტკიცება, რომ მისი ალ-ავალ პარკზე თამაში მხოლოდ პირადი ინტერესებით არ არის განპირობებული. პორტუგალიელი ფორვარდი ალ-ნასრში თამაშობს 2023 წლიდან, მაგრამ ტიტულის მოგება მან ჯერ ვერ შეძლო. როგორც ვხედავთ, კრიშტიანუს საამისოდ კიდევ 2 წელი აქვს.









