ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა. ეს მოხდა ტურინის იუვენტუსთან მატჩში, რომელშიც ნორვეგიელი ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვარსკვლავურ გოლეადორს 300 ბურთის შესაგდებად სულ რაღაც 370 შეხვედრა დასჭირდა.
მაგალითისთვის, ლიონელ მესიმ 300 გოლი გაიტანა 418 მატჩში, კრიშტიანუ რონალდუმ 554-ში, კილიან მბაპემ კი 409-ში. როგორც ვხედავთ, მანჩესტერ სიტის ფორვარდის უპირატესობა აშკარაა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ის სულ რაღაც 24 წლის არის.
300 გოლი კარიერაში
| ფეხბურთელი | მატჩების რაოდენობა | ასაკი |
| ერლინგ ჰოლანდი | 370 | 24 |
| კილიან მბაპე | 409 | 24 |
| ლიონელ მესი | 418 | 25 |
| კრიშტიანუ რონალდუ | 554 | 27 |









