ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერაში პირველად, საქართველოს ნაკრების 37 წლის კაპიტანი გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო.
კაშიამ გადამწყვეტ მატჩში კარგი შეხვედრა ჩაატარა და 6.7 შეფასება მიიღო. მის გარდა, წელს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 2 ქართველი ითამაშებს.
ოთარ კიტეიშვილის შტურმი ავსტრიის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საგზური ავტომატურად მიიღო, ისევე როგორც ირაკლი აზაროვის შახტარმა, რომელიც უკრაინის ჩემპიონი გახდა.









