Wings for Life World Run 2025 - საქართველო კვლავ უერთდება მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას. 4 მაისს, 15:00 საათზე საქართველო ისევ ირბენს მსოფლიოსთან ერთად.
ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი აპლიკაციით ჩატარდება. 4 მაისს, 15:00 საათზე, მორბენლები მსოფლიოს ექვს კონტინენტზე და ასობით ლოკაციაზე, სტარტს ერთი მიზნით, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად აიღებენ.
მონაწილეებს საქართველოდან შეუძლიათ შეუერთდნენ ორგანიზებულ გარბენს „დინამო არენაზე“ ან ირბინონ მათთვის სასურველ ადგილას.
რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს აპლიკაციაში - Wings for Life და 4 მაისს, გარბენამდე რამდენიმე საათით ადრე დასრულდება.
საქართველოში აპლიკაციით გარბენის საფასურია 10 ევროს ეკვივალენტი ლარში. რეგისტრაციის საფასურისა და შემოწირულების 100% კვლავ გადაირიცხა Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განსაკურნად.
2025 წლის გარბენს მსოფლიო რბენის ერთგულ კეთილი ნების ელჩებთან ერთად, ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი უერთდება და მონაწილეებს საკუთარ გუნდში გაერთიანებისკენ მოუწოდებს:
"მსოფლიო რბენაზე ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი. შეიქმნება სხვადასხვა გუნდები და მათ შორის, იქნება ჩემი, „ქოჩორას გუნდი“. სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულებს მოგიწოდებთ გაერთიანდეთ და 4 მაისს, ერთად დავდგეთ სტარტის ხაზთან.“ გიორგის გუნდის ერთი წევრი, რომელიც ყველაზე სწრაფად დაფარავს 12 კმ-ს, საჩუქრად მიიღებს გიორგის თამაშზე დასწრების ბილეთს."
Wings for Life World Run უნიკალური საქველმოქმედო გარბენია, რომელიც წელიწადში ერთხელ, მთელ მსოფლიოში, ერთსა და იმავე დროს იმართება. რბენას არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი და განსაზღვრული სარბენი მანძილი. ყველა დარბის, დადის თუ ეტლით გადაადგილდება რეალური ან ვირტუალური ფინიშის მანქანის დაწევამდე.
გარბენში მონაწილეობა შეუძლია 18+ ნებისმიერი ფიზიკური მომზადების ადამიანს.
ვირტუალური ფინიშის მანქანა მოძრავი ფინიშის ხაზია, რომელიც თითოეული მონაწილის გარბენილ მანძილს აფიქსირებს. მონაწილეების შედეგები ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com “შედეგების“ განყოფილებაში რბენიდან 24 საათში აისახება.
ვირტუალური ფინიშის მანქანა მსვლელობას 14კმ/სთ სიჩქარით, სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიწყებს და ყოველ ნახევარ საათში სიჩქარეს გაზრდის. მისი მაქსიმალური სიჩქარე 34 კმ/სთ იქნება.
2014 წლიდან დღემდე Wings for Life ფონდმა დააფინანსა 324 -ზე მეტი კვლევა მსოფლიოს 20 ქვეყანაში.









