ფორმულა 1-ის მფლობელმა კომპანიამ, Liberty Media-მ Dorna-ს 86%-იანი წილი 4,5 მილიარდ დოლარად შეიძინა - ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
Dorna 1988 წელს დაარსებული სპორტული მენეჯმენტის და მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც MotoGP-ის გარდა Moto2-ის, Moto3-ის, Superbike-ისა და MotoE-ს უფლებებს ფლობდა.
ცნობისთვის, Liberty Media ამერიკული მედია კომპანიაა, რომელიც 1991 წელს ჯონ კარლ მალონემ დააარსა და 2021 წლის მონაცემებით, მისი კაპიტალიზაცია დაახლოებით, 44 მილიარდ ევროს შეადგენს. Liberty Media ფორმულა 1-ის საკონტროლო პაკეტი 2016 წელს 4,4 მილიარდ დოლარად შეიძინა.
4,5 მილიარდიანი გარიგება - Liberty Media-მ, რომელიც ფორმულა 1-ის მფლობელია, MotoGP შეიძინა











