საქართველოს 21-წლამდელთა აწ უკვე ყოფილი მეკარე ლუკა ხარატიშვილი ჩეხეთის ჩემპიონატში წარმატებულად თამაშობს. ლუკა პარდუბიცეს ძირითადის ფეხბურთელი გახდა და გასულ ტურში, პენალტიც მოიგერია.
ახალგაზრდა მეკარის შესახებ პარდუბიცეს მთავარმა მწვრთნელმა იან ტრუსილმა ისაუბრა. წინა ტურში პარდუბიცემ ოლომოუცი 2:1 დაამარცხა.
„ოლომოუცის წინააღმდეგ, პირველი 45 წუთის განმავლობაში მხოლოდ ლუკა ხარატიშვილის თამაშს ვხედავდით. მხოლოდ მისი წყალობით მოგვეცა შანსი, გვებრძოლა გამარჯვებისთვის და გულშემატკივარი გაგვეხარებინა", - განაცხადა ტრუსილმა.
28 ტურის შემდეგ, პარდუბიცე 35 ქულით მე-9 ადგილზეა, შემდეგ მატჩს ქართველის გუნდი პლზენის წინააღმდეგ ჩაატარებს.









