ტურინის იუვენტუსთან შეხვედრაში მილანის ინტერის ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა ხუთი იტალიელი - მატეო დარმიანი, ფრანჩესკო აჩერბი, ნიკოლო ბარელა, ფედერიკო დიმარკო და ალესანდრო ბასტონი. ბოლოს ასეთი შემთხვევა 21 წლის წინ, 2003 წლის 2 მარტს, დაფიქსირდა. "ნერაძურიმ" მაშინ მარცხი განიცადა.
"შავ-ლურჯების" სასტარტოში იყვნენ: ფაბიო კანავარო, კრისტიან ვიერი, ფრანჩესკო ტოლდო, მარკო მატერაცი და კრისტიანო ძანეტი. როგორც ვხედავთ, მთელი ამ დროის შუალედში, "აძურის" წევრები მეაცაზე, იტალიურ დერბიში, "ბებერ ქალბატონთან" უმცირესობაში იყვნენ. შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგის გუნდმა "ბიანკონერი" წუხელ 1:0 დაამარცხა.









