მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ დაასახელა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ხუთი საუკეთესო უკანახაზელი. ინგლისელმა ექს-ფორვარდმა იხელმძღვანელა იმ მცველებით, რომლის წინააღმდეგ მას უთამაშია.
"მეხუთე ადგილზე გავიყვან ნესტას, ის ძალიან ჭკვიანი იყო. მეოთხე - კარვალიო, მან ჩელსის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. მესამე - მალდინი, უბრალოდ საკულტო უკანახაზელი და მოთამაშე. მეორე - პიკე, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან დაუფასებელი მოთამაშეა.
პირველ ადგილზე ტერის გავიყვან. ის თანაბრად კარგი იყო როგორც მოედანზე, ისე მეორე სართულზეც. ის იშვიათი მცველია, რომელთან მიახლოებისას ტკივილს ვგრძნობდი. ჯონის მიმართებაშიც შემიძლია იმის თქმა, რომ ის ასევე დაუფასებელია."









