პირველად 3 თვის შემდეგ - პსჟ საკუთარ არენაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ფეხბურთს მონატრებული პარიზელი გულშემატკივარი სრულ მზადყოფნაშია.
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში პსჟ პარკ დე პრენსზე ანჟერს დაუპირისპირდება. მატჩი 22:45 საათზეა ჩანიშნული.
მატჩის დასრულების შემდეგ კი ამავე სტადიონზე ზეიმი იგეგმება, სადაც პსჟ თავის გულშემატკივარს მოგებულ ტიტულებს წარუდგენს - ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ს, საფრანგეთის თასის, საფრანგეთის სუპერთასისა და უეფას სუპერთასის ტიტულები.
ამ ყველაფერთან ერთად, პსჟ გულშემატკივარს ახალ ფეხბურთელებს - შევალიეს და ზაბარნის წარუდგენს.









