25 წლის ფრანგი ფეხბურთელი პარიზული კლუბისგან ჯამში 55 მილიონ ევროს მოითხოვს — 36 მილიონი კონტრაქტის გაფორმების ბონუსის დარჩენილი მესამედი და 19 მილიონი ბოლო სამი თვის ხელფასი.
როგორც ირკვევა, აღნიშნული მოთხოვნით მბაპეს იურისტებმა პსჟ-ს ივნისის შუა რიცხვებში მიმართეს, თუმცა, მხარეების ვერ შეთანხმდმენ და დავა სასამართლოში გაგრძელდება. საქმეში უკვე ჩაერთო ლიგა 1 და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ პსჟ 1-ელ ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და რეალში გადავიდა.










