სერია ა-ს 27-ე ტურში ტურინის იუვენტუსი ესტუმრა რომას, რომელთანაც დრამატულ ბრძოლაში ითამაშა ფრე, ანგარიშით 3:3. აღსანიშნავია, რომ 78-ე წუთამდე "ბიანკონერი" აგებდა 2 ბურთით, მაგრამ ფედერიკო გატისა და ჟერემი ბოგას გატანილი გოლების დამსახურებით ქამბექის ავტორი გახდა.
ერთი ქულის გადარჩენის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის გუნდში სერიოზული პრობლემებია - გამოვარდნა ჩემპიონთა ლიგიდან, ერთთვიანი მოუგებელი სერია იტალიის ჩემპიონატში, წაგება კოპა იტალიაზე, 27 ტურის შემდეგ კი მე-6 პოზიციაზე ჩამოქვეითება. ალიანს სთეიდიუმის ბინადრებს კომომაც გადაასწრო.
რომა 3:3 იუვენტუსი
გოლები: 1:0 უესლი ფრანსა 39', 1:1 ფრანსიშკუ კონსეისაუ 47', 2:1 ევან ნდიკა 54', 3:1 დონიელ მალენი 65', 3:2 ჟერემი ბოგა 78', 3:3 ფედერიკო გატი 90+3'.









