6 მედალი მოიპოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პოლონეთის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ციოლკოვსკისა და პიტლასინსკის მემორიალზე.
დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ.) ჩემპიონობა იზეიმა, ამავე წონაში, გიორგი შოთაძემ მესამე ადგილი დაიკავა. ასევე ბრინჯაოს მედლი მოიპოვა რამაზ სილაგავამ (55 კგ).
87 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე 3 ქართველი ავიდა, ლაშა გობაძემ ოქრო, აივენგო რიკაძემ ვერცხლი, გურამ ხეცურიანმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ვარშავაში გადახალისებული და არასრული შემადგენლობით ჩავიდა, ათი წონითი კატეგორიიდან სამში მონაწილე არ ჰყავდა, თუმცა საერთო გუნდურ ჩათვლაში სამეულში მოხვდა.









