ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. ყველაზე მოულოდნელი ანგარიში წყალტუბოში დაფიქსირდა, სადაც სამგურალმა თელავს უმასპინძლა.
იმერლებმა სტუმრები არ დაინდეს და მეტოქე 7:0 გაანდგურეს. ისიც სათქმელია, რომ ყველაფერი პირველივე ტაიმში იყო დასრულებული, როცა სამგურალმა 5 ბურთი გაიტანა.
მორიგი გამარჯვებები იზეიმეს დინამო ბათუმმა და იბერიამ, პირველი წრე წაუგებლად ჩაატარეს და სატურნირო ცხრილსაც ლიდერობენ.
დინამო ბათუმი ფოთის კოლხეთს ესტუმრა და 0:2 დაამარცხა. გოლები წულუკიძისა და ბლესას ანგარიშზეა. იბერია კი გაგრას დაუპირისპირდა და ირაკლი სიხარულიძის გოლით 1:0 დაამარცხა.
საინტრესო გამოდგა ტურის ბოლო მატჩი გარეჯსა და ტორპედოს შორის. კახელები იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთზე, ქუთაისელთა გამოცდილმა მცველამ საბა კვერკველიამ თავური დარტყმით ტორპედო მარცხს გადაარჩინა - 1:1.









