ფრანჩესკოს ასაკის მიუხედავად, ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. იტალიელმა კარიერა მეკარეების მწვრთნელობით დაიწყო. 2020 წლამდე ფარიოლი ძირითადად ამ საქმიანობით იყო დაკავებული. 2020 წლის აგვისტოში კი ახალგაზრდა მწვრთნელმა, ახალ გამოწვევაზე განაცხადა თანხმობა, როდესაც თურქული ალანიასპორის მთავარი მწრვთნელის ასისტენტი გახდა. ეს მისთვის გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან აქედან ზუსტად ერთ წელიწადში, ფრანჩესკო კიდევ ერთი თურქული გუნდის, კარაგუმრუკის, მთავარი მწვრთნელი გახდა.

ფარიოლისთვის სრულიად ახალი ეტაპი მაშინ დაიწყო როდესაც თურქეთი დატოვა და სამუშაოდ საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში წავიდა.
38 მატჩი, 18 მოგება, 10 ფრე და 10 მარცხი, ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლი ლიგა 1-ში (29) და ევროპა ლიგის საგზური, ასეთი შედეგებით ტოვებს ფრანჩესკო ნიცას.
წინ კი ახალი გამოწვევაა, აიაქსში ახალი ერა იწყება - ამსტერდამული კლუბის მიზანია, წლევანდელი 2023/24 სეზონი დავიწყებას რაც შეიძლება მალე მიეცეს და გუნდი ისევ ძველ დიდებას დაუბრუნდეს.
ჩვენთვის ეს გარიგება შეიძლება საინტერესო ყოფილიყო, თუმცა დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჟორჟ მიქაუტაძე უკან აიაქსში არ დაბრუნდება, შესაბამისად, ქართველ ფორვარდს და ახალგაზრდა იტალიელს ერთად მუშაობის საშუალება არ ექნებათ.









