დღეს ფეხბურთის გულშემატკივრები ლიგა 1-ის გამორჩეულ დაპირისპირებას, ფრანგულ კლასიკას იხილავენ. თბილისის დროთ 22:45 საათზე ერთმანეთს მარსელი და პსჟ დაუპირისპირდებიან.
ამ მატჩს ლუის ენრიკე სერიოზული დანაკლისით ხვდება. გუნდის 3 ლიდერი, უსმან დემბელე, დეზირე დუე და ჟოაუ ნევეში პარიზელთა დახმარებას ვერ შეძლებენ, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ განაცხადში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იქნება. კუნთების დისკომფორტის გამო, ბრედლი ბარკოლა დღევანდელ მატჩს ოფიციალურად გამოტოვებს.
ლიგა 1-ს 4 ტურის შემდეგ პსჟ ლიდერობს. ლუის ენრიკეს გუნდს 12 ქულა აქვს, ხოლო რაც შეეხება მარსელს, რობერტო დე ძერბის გუნდი 6 ქულით, მე-8 პოზიციას იკავებს.









