დაახლოებით 6 თვის წინ, ინგლისური პრესა პეპის სიტიდან წასვლაზე ალაპარაკდა, თუმცა როგორც ჩანს უფროსობამ ესპანელი დარჩენაზე დაიყოლია.
გუარდიოლა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი 2016 წელს გახდა. 8 წლის განმავლობაში ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისური ფეხბურთი დაიპყრო: 6-ჯერ მოგებული პრემიერ ლიგა, 4-ჯერ მოგებული ინგლისის ლიგის თასი, 3-ჯერ მოგებული ინგლისის სუპერ თასი, 2-ჯერ მოგებული ასოციაციის თასი, რასაც ევროპული ტიტულებიც ემატება — ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი!
პეპი ამ სტატისტიკაზე და ნაჩვენებ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებს, ესპანელი ახალი ისტორიის დასაწერად ემზადება!









