გილერმო ოჩოა შესაძლოა თავის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილოთ. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, მექსიკის ნაკრების მთავარმა გოლკიპერმა, ლუის ანხელ მალაგონმა მიიღო კოჭის ტრავმა და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. "აცტეკები" არიან ახალი კანდიდატურის ძიებაში და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ მალაგას ყოფილი კარის დარაჯი განიხილება.
რა ხდება მექსიკელი მეკარის გარშემო ამჟამად? 40 წლის ასაკში ის იცავს აელ ლიმასოლის ღირსებას და მიმდინარე სეზონში მან 23 მატჩის ჩატარება მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ მემოს "მწვანეებში" არ უთამაშია 2024 წლის შემდეგ, ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
აქედან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მექსიკის ნაკრების ლეგენდარული მე-13 ნომერი თავის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე მართლაც ვიხილოთ. მუნდიალზე თამაშის შემთხვევაში, ოჩოა დაამყარებს ახალ რეკორდს, მაგრამ უდიდესი ალბათობით არა უნიკალურს, რადგან თავისი მე-6 ტურნირისთვის ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუც ემზადებიან.









