სერია A-ს 2025/26 სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა მილანმა, რომელმაც სან სიროზე კრემონეზეს უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ "როსონერი" ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, მაქს ალეგრის გუნდმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და სეზონი წაგებით დაიწყო.
კრემონეზემ მეტოქეს არაფერი დაუთმო და სეზონის პირველ მატჩში სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. დავიდე ნიკოლას გუნდმა მეტოქეს 1-2 მოუგო.
მილანი 1-2 კრემონეზე
გოლები: 0-1 ფედერიკო ბასკიროტო 28', 1-1 სტრაინია პავლოვიჩი 45+1', 1-2 ფედერიკო ბონაცოლი 61'.
მატჩის მიმოხილვა









