იტალიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ჯანლუკა როკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო შესაძლო სპორტულ თაღლითობაში თანამონაწილეობის ბრალდებით.
როგორც სააგენტო AGI იუწყება, იტალიის უმაღლესი ლიგის მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელს ოფიციალურად გადაეცა გამოძიების დაწყების შესახებ შეტყობინება. საქმეს მილანის პროკურატურა იძიებს და ის ეხება 2023/2024 და 2024/2025 სეზონებს.
ბრალდების მიხედვით, ჯანლუკა როკის შესაძლოა ზეწოლა მოეხდინა VAR-ისა და AVAR-ის წარმომადგენლებზე გასულ სეზონებში სერია A-ს რამდენიმე მატჩის მიმდინარეობისას.
საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება, ხოლო გამოძიება გრძელდება.









