2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, იტალიის ეროვნული ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მუნდიალზე. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა.
"დღევანდელი მარცხი ბიჭებს არ დაუმსახურებიათ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით ვიყავით, თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქე სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდა. ძალიან ვწუხვარ საბოლოო შედეგის გამო, სწორედ ეს არის ფეხბურთი და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. მუნდიალზე გასვლა იტალიური ფეხბურთის განვითარებისთვის საჭიროა და ასეთ დროს მარცხი რთულია."
"დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და ხშირად ყოფილა როგორც მოგებები, ასევე წაგებები. დღევანდელი დღე კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩემს საფეხბურთო კარიერაში და ახლა დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ წამომივა. ზედიზედ მესამედ იტალია ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და დღევანდელი წაგებისთვის მე გიხდით ბოდიშს, ფეხბურთელების მონდომებით კი ვამაყობ. რა იქნება ჩემი მომავალი? დღეს ეს არ არის მნიშვნელოვანი" — ჯენარო გატუზო.









