მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მატჩი საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ სადებიუტო გოლი გაიტანა ნიკა გაგნიძემ. თითო-თითო გოლი კი ჟორჟ მიქაუტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიქაუტაძე-კვარაცხელიას დუეტი ახლოსაა ისტორიულ რეკორდთან და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში დაწინაურებასთან.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები
შოთა არველაძე - 26 გოლი
ჟორჟ მიქაუტაძე - 21 გოლი
ხვიჩა კვარაცხელია - 20 გოლი
თემურ ქეცბაია - 17 გოლი
ალექსანდრე იაშვილი - 15 გოლი









