როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში საკმაოდ უხეში გამოდგა. მსაჯმა პირველივე ტაიმში პარიზელებს 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქელები კაცნაკლუბები იყვნენ, მეორე ტაიმი კარგად ჩაატარეს. ვიტინიასა და რამოსის გოლებით მეტოქე 2:0 დაამარცხეს.
27 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 62 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, რითაც მორიგ ჩემპიონობას უახლოვდება. მარსელი კი 39 ქულით მე-7 ადგილზეა.









