მილანის ვეტერანმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა როსონერიში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, მოდრიჩი მილანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა და სერია ა-ში ბრწყინვალე მატჩებს ატარებს.
"რატომ გადავედი მილანში? - რეალის შემდეგ, ყოველთვის ვამბობდი, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ერთი ნაბიჯით უკან დახევაა. ამაში ეჭვი არ მეპარება და ყველა მოთამაშეს შეუძლია ამის დადასტურება.
თუმცა, ვფიქრობ, რომ მოვედიი კლუბში, რომელიც რეპუტაციისა და ისტორიის თვალსაზრისით რეალთან ძალიან ახლოსაა. ჩემთვის აქ იდეალური სიტუაციაა.
მილანი ბავშვობიდან მიყვარს და ბავშვობაში იტალიურ ფეხბურთთან ერთად გავიზარდე. მილანი იყო კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტად ვაღმერთებდი", - განაცხადა მოდრიჩმა.









