სუსოს სტატისტიკა ამ სეზონში საკმაოდ ცუდად გამოიყურება — 22 შეხვედრაში, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ფეხბურთელის ასეთი ფორმა ისახება სევილიას წარუმატებლობაზეც, ანდალუსიური გუნდი ლა ლიგაში მე-17 ადგილზე იმყოფება. ასევე წარუმატებელი იყო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაც, სადაც B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, შესაბამისად ევროპა ლიგაზე გადასვლაც ვერ მოახერხეს.
საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 30 იანვარს იხურება, შესაბამისად მალე გავიგებთ შედგება თუ არა სუსოს ალ-შაბაბში ტრანსფერი.









