ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ინტერთან წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა ცუდი კვირა იყო ჩვენთვის, თუმცა წინ კიდევ ბევრი ტურია და დარჩენილ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
სეზონის დაწყების წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ 23 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე დავწინაურდებოდით და ჩემპიონობის შანსი გვექნებოდა. ინტერი სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტია, მაგრამ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ალეგრი: "წინ კიდევ ბევრი ტურია და დარჩენილ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ"









