კანადის ეროვნული ნაკრებისა და ბაიერნის განაპირა მცველის, ალფონსო დევისის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი. კანადელი ფეხბურთელი ტრავმის გამო, მინიმუმ 6-8 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთლმა დაზიანება სანაკრებო პაუზის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მატჩში მიიღო, როდესაც მარჯვენა ფეხზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
ალფონსო დევისს მუხლზე ოპერაცია უახლოეს საათებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს. კანადელი 2024/25 სეზონში ვეღარ ითამაშებს.
Bundesliga
ალფონსო დევისის უმძიმესი ტრავმა — ბოლო ინფორმაცია გერმანიიდან









