"მთავარმა მწვრთნელმა პირდაპირ გვითხრა, თუ რას მოითხოვს ჩვენგან — მას სურს, რომ დაცვა სოლიდურად გამოიყურებოდეს და რაც შეიძლება მეტჯერ შევინახოთ კარი მშრალად. ძალიან მაღალი დონის შეტევის ხაზი გვყავს და დაცვაშიც მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ მთელი სეზონი, რაც წარმატების მომტანი იქნება."
"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სეზონი კარგად დაიწყო და პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში იპსვიჩის წინააღმდეგ ასეც მოხდა. ის, რაზეც პრესეზონზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვმუშაობდით მოედანზე უნდა გამოვიტანოთ და ეს პირველ შეხვედრაში გამოგვივიდა."
"რა თქმა უნდა ჯერ კიდევ გვაქვს თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელი, თუმცა, სეზონი 3 ქულით და მშრალად შენახული კარით დავიწყეთ და კმაყოფილები ვართ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი წელს — გამარჯვება და კარის დაცვა."
"არნეს ტაქტიკა უკნიდან მოკლე პასებით სივრცეების პოვნა და მეტოქეზე ზეწოლაა. პირადად ჩემთვის, ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა, მინდვრის მოთამაშეებისთვის ტაქტიკურ სქემაში გარკვეული ცვლილებებია. ახლა უფრო ხშირად მიწევს დაცვის ხაზთან ერთად თამაში და ეს ძალიან მომწონს. თუ ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში, ყველა მატჩში ვიქნებით თანმიმდევრულები, ინტენსიურები, კომპაქტურები და კარს კარგად დავიცავთ, მთავარ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ."
"მომდევნო მატჩი ბრენტფორდის წინააღმდეგ მარტივი არ იქნება — საკმაოდ რთული ოპონენტია, ინტენსიური ფეხბურთით და კარგი დაცვის ხაზით. მათი ერთ-ერთი მთავარი კოზირი სისწრაფეა და მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. რაც მთავარია, ჩვენ გულშემატკივრები დაგვიდგებიან მხარში და ყველამ იცის, თუ რა რთულია ლივერპულის წინააღმდეგ ენფილდზე თამაში. იმედი მაქვს, რომ კარგ მატჩს ჩავატარებთ, 3 ქულას მოვიპოვებთ და კარს მშრალად შევინახავთ" — ალისონ ბეკერი.
ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლივერპულმა იპსვიჩი 2-0 დაამარცხა, მეორე ტურში კი ბრენტფორდს უმასპინძლებს — მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.











