მერსისაიდული გუნდის მეკარე მიიჩნევს, რომ შემდეგი ლიდერი ალექსის მაკ ალისტერი იქნება.
"ასაკით პატარაა და ჩვენს გუნდში მხოლოდ მე-2 სეზონს ატარებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაკ ალისტერი ლივერპულის ერთ-ერთი ლიდერი უკვე არის. მასთან ერთად, გუნდი ყოველთვის საიმედოდ იქნება.
ალექსისმა ბევრს მიაღწია და მისი გამოცდილების ბევრ ვეტერანსაც კი შეშურდება", - განაცხადა "წითლების" პირველმა ნომერმა.
შეგახსენებთ, რომ თავად გოლკიპერის მერსისაიდიდან წასვლის სავარაუდო თარიღი 2025 წლის ზაფხული არის. 31 წლის კარის დარაჯის სახელს საუდის არაბეთის კლუბებს უკავშირებენ.











