ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს ატალანტასთან მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ლევერკუზენის ბაიერის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ:
"ვულოცავთ ატალანტას. ისინი დღეს ჩვენზე ძლიერები იყვნენ. საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ, ისინი კი ძალიან ინტენსიურად მოქმედებდნენ.
კარგი შემართება გვქონდა, თუმცა შეგვექმნა პრობლემები, რის გამოც მომენტების შექმნა ვერ მოვახერხეთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "ლა დეასთან" მარცხით, "ფარმაცევტების 51-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. ალონსოს გუნდს ელის კიდევ ერთი ფინალი, ამჯერად გერმანიის თასზე, კაიზერსლაუტერნთან.











