"ამ დღისთვის ბევრს ვლოცულობდი... ვლოცულობდი ამ ბიჭებთან ერთად მეთამაშა და ძველი გუნდი დამემარცხებინა. ინდიანას დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა. ამას გულით გეუბნებით, ამ დღისთვის და ამ გამარჯვებისთვის ბევრს ვლოცულობდი. მადლობა ღმერთს ამ დღისთვის.
ბოლო რამდენიმე თამაშში ბევრჯერ დავამარცხეთ ისინი, ეს ყველაფერი კი თავს კარგად მაგრძნობინებს."
გუშინ ღამით, ინდიანასთან გამართულ შეხვედრაში, ქართველმა კალათბურთელმა მორიგი ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა — ბითაძემ 12 ქულა ჩაგდო, 12 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასიც გააკეთა.
ბითაძე ინდიანა პეისერსის ღირსებას 2019-დან 2023 წლამდე იცავდა, შემდეგ კი იყო ორლანდო მეჯიქში გადასვლა და კარიერის უკეთესი განვითარება. ქართველმა კალათბურთელმა ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. ორლანდოს ახლა 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ეს ყველაფერი გოგას დიდი დამსახურებაცაა.










